შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"ქართულო ოცნებავ, რით გამარცხებენ, ხედავ"?

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 28 ივნისი 2019

დღეს ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან ათი ათასობით ახალგაზრდა მივიდა და ბიძინა ივანიშვილის ყვითელი ბარათები და ფული, სიმბოლურად ასდოლარიანები დაუყარეს. 

მშვიდობიანი აქცია შეძახილების ფონზე მიმდინარეობდა "გახარია წადი" 

რეზიდენციის მიმდებარე ტერიტორია  ახალგაზრდებმა  უკვე დატოვეს და ხვალ საღამოს შვიდ საათზე ისევ რუსთაველზე შეკრება დაანონსეს.

ქვეყანაში ბოლო დღეებში მიმდინარე პროცესებს ჟურნალისტი დავით პაიჭაძე აფასებს და საკუთარ ფეისბუკ გვერდზე წერს: 

"ქართულო ოცნებავ, რით გამარცხებენ, ხედავ? იმით, რაც არასოდეს შეგეძლო, გამარჯვების დროსაც კი - ხალისით, სიხარულით, მხიარულებით.

ღმერთი-რჯული, ბევრჯერ გვითქვამს, რომ საკუთარ ბოღმაში ჩაიხარშებოდით".

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია