გურია

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"დარწმუნებული ვარ, ადრე თუ გვიან, ხელს დაადებენ ივანიშვილს"

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 28 ივნისი 2019

რუსთავი 2-ის ეთერში პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი, უმრავლესობის ყოფილი წევრი, დავით ჭიჭინაძე ამბობს რომ ივანიშვილს თავისი გუნდი ხელს დაადებს:

"ძალიან რთულია ამის შემდეგ, რაღაც ადამიანურ ურთიერთობებზე იყოს უკვე, არის ხო პარლამენტი, არის პოლიტიკური ურთიერთობები და არის ადამიანური ურთიერთობები. ადამიანი როდესაც პიროვნულში გადადიხარ პატარავდები და მე ვფიქრობ ძალიან დაპატარავდა პარლამენტი თავისი შემადგენლობით. ბიძინა ივანიშვილმა ალბათ დაინახა რომ ამათ იმედად არ შეიძლება იყო, ჩვენ მოვისმინეთ გუშინ ინტერვიუები - პრემიერის, შს მინისტრის და იმდენად დამამცირებელ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ ეს ადამიანები, რომ ბოლომდე ისიც ვერ თქვეს, რაც ევალებოდათ, მაინც დაიტოვეს უკან დასახევი გზა და დარწმუნებული ვარ ადრე თუ გვიან ხელს დაადებენ თვითონ ივანიშვილს."- განაცხადა ჭიჭინაძემ.

 

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია