შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

კონსტიტუციურ კანონში დაგეგმილი ცვლილებები 2020 წლის არჩევნებში საარჩევნო ბლოკებს აღარ ითვალისწინებს

ახალი ამბები
წყარო:  კახეთის ხმა / https://knews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 29 ივნისი 2019

2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის, რომლის ჩატარებასაც მმართველი გუნდი პროპორციული სისტემითა და ნულოვანი საარჩევნო ბარიერით გეგმავს, საარჩევნო ბლოკების შექმნა გათვალისწინებული არ იქნება.

გავრრცელებული ინფორმაციით, ცვლილებები კონსტიტუციური კანონის გარდამავალ დებულებებში განხორციელდება. პროექტის მიხედვით, ამოღებულია ჩანაწერი 3%-იან საარჩევნო ბარიერსა და ასევე, პოლიტიკური პარტიების საარჩევნო ბლოკებზე.

კონსტიტუციური კანონის გარდამავალ დებულებებში გაიწერება, რომ იმისათვის, რომ განისაზღვროს რამდენი მანდატი მიიღო პარტიამ, მის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა გამრავლდება 150-ზე და გაიყოფა ყველა პარტიის მიერ მიღებული ხმების რაოდენობაზე. მიღებული მთელი რიცხვი პარტიის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობა იქნება.

ამასთან, გადაუნაწილებელი მანდატების დარჩენის შემთხვევაში, ის საუკეთესო შედეგის მქონე პარტიებს შორის, რიგითობით განაწილდება.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო კანონში ცვლილებები უმრავლესობის მიერ უკვე ინიცირებულია.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია