შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

რევოლუციას რომ აწყობთ, ან თვალს დაკარგავთ, თავიც შეიძლება დაგორდეს! - კომპოზიტორი ნადარეიშვილი

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 28 ივნისი 2019

რევოლუციას რომ აწყობთ, ან თვალს დაკარგავთ, თავიც შეიძლება დაგორდეს - ამ განცხადებით, კომპოზიტორი, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის პროფესორი ზურაბ ნადარეიშვილი, ანტისაოკუპაციო აქციის მონაწილეებს მიმართავს. 

ზურა ნადარეიშვილი ერთ-ერთი ფეისბუქ მომხმარებლის პოსტის კომენტარში წერს:

"როცა ახალგაზრდები რევოლუციას აწყობთ, უნდა იცოდეთ, ჩემო კარგო, რომ ან თვალი დაგეკარგებათ, ან საერთოდ თავიც შეიძლება მოძვრეს ვინმეს და დაგორდეს! აბა, როგორ გინდათ?! რევოლუციაც და თან არაფერი გეტკინოთ?! ასე სად არის? დავდო ახლა აქ პარიზში დასახიჩრებული მწვანეჟილეტიანების სურათები? დაგუგლეთ და ნახეთ. გადადგა საფრანგეთის მთავრობა? იქნება არჩევნები და ვინც გადასაყენებელია - გადააყენეთ. ასეთია წესი. თუ უწესოდ იქცევით, მზად უნდა იყო, რომ რაღაცას იტკენ!", - წერს ის.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია