შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

" საქართველოს მართავს "ნაციონალური მოძრაობა", "ოცნებიდან" დარჩა მხოლოდ ერთი სიტყვა... "- ზაქარეიშვილი

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 28 ივნისი 2019

"კრიზისული სიტუაციიდან გამოსავალს ვხედავ მხოლოდ იმაში, რომ პოლიტიკურმა ძალებმა სასწრაფოდ დაიწყონ მუშაობა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე, რადგან ამ თემასთან მიმართებაში ძალიან ბევრი დეტალია გასავლელი და დასაზუსტებელი თუ გვინდა, რომ მომავალ პარლამენტში ჯანსაღი პოლიტიკური ძალები ვიხილოთ" - აცხადებს პოლიტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი, რომელსაც "რეზონანსი" ქვეყანაში შექმნილ ვითარებაზე ესაუბრა.

პრემიერის გამოსვლა იყო სამარცხვინო, მან თავის გამოსვლაში ყველაფერი ისევ სააკაშვილს დააბრალა. თუ მართლაც სააკაშვილის ბრალია, სხვა ქვეყნის მოქალაქის, რომელიც უცხოეთშია გადახვეწილი და შენ ვერ პასუხობ ამ გამოწვევებს, მაშინ რა სახელმწიფო ხარ? ეს ერთი. მეორე ის, "ქართული ოცნება", რომელიც ისევ საუბრობს სააკაშვილის საფრთხეზე, დამრჩა შთაბეჭდილება რომ ისევ ქმნის ლეგანდას მხოლოდ ორ ძალაზე. რაც შეეხება გახარიას, იგი ცდილობდა ელაპარაკა არაფერზე და რაც იცის, იმის თქმაც არ უნდა.

დღეს, საქართველოს მართავს "ნაციონალური მოძრაობა", ყველაფრის მკადრებელი ძალის მიერ დამყარებული დღის წესრიგი, და უუნარო "ქართული ოცნება" და მისი საპრლამენტო უმრავლესობა, რომელსაც თავში ურტაყმენ ისევ თავისიანები და თავიც ვერ დაუცავს. ეს ორი ძალა ელოდება ერმანეთის დასუსტებას. ჯერ-ჯერობით წინ არის "ნაციონალური მოძრაობა" და ზეიმობს. "ქართულ ოცნებას" არ უნდა პოზიციების დათმობა, ვთქვათ გახარიას გაშვება, რომ "ნაციონალებმა" გამარჯვება ისევ არ იზეიმონ. "ოცნებიდან" დარჩა მხოლოდ ერით სიტყვა "გაოცება", რადგან არ იცი, რითი გაგაოცებს თავისი არაადეკვატური მოქმედებით. მთავარი კი ის არის, რომ ამ ორ ძალას არ უნდა მესამე ძალის გამოჩენა.

რაც შეეხება გამოსავალს, ჩემი აზრით, სასწრაფოდ უნდა დაიწყოს მუშაობა პროპორციულ სააარჩევნო სისტემაზე, ერთია პროპორციული სისტემა, მეორე ნულოვანი ბარიერი, ამიტომ ბევრი დეტალია დასაზუსტებელი და გასავლელი. ივანიშივლმა, რომელიც არის 2020 წლის არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარების ინიციატორი, უნდა ჩამოიცილოს ყველა მედროვე, ფარისეველი და დესტრუქციული ძალები, აღიაროს შეცდომები და დიალოგი დაიწყოს ზომიერ ოპოზიციასთან.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია