გურია

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

გოგა ჩანადირი - გავრილოვის საქართველოში შემოსვლა იყო სიბრიყვე ან გამიზნული პროვოკაცია

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 29 ივნისი 2019

არსებობს ბევრი მიზეზი, რის გამოც გავრილოვი საქართველოში შემოვიდა და იქ დაჯდა, მაგრამ ჩემი აზრით, არის ორი გამოკვეთილი მიზეზი – სიბრიყვე ან გამიზნული პროვოკაცია, – ამის შესახებ ფოტოგრაფმა, გოგა ჩანადირმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

„როგორ შეიძლება, ქვეყანაში შემოუშვა და სიტყვა მისცე ადამიანს, რომელიც შენს ტერიტორიულ მთლიანობას არ აღიარებს? კი, შესაძლოა, ტურისტი იყოს, მაგრამ როცა მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირია, როგორ?“ – განაცხადა გოგა ჩანადირმა.

მისი თქმით, ძალიან საინტერესოა საბერძნეთის საკითხი, რა როლი აკისრია ამ ყველაფერში საბერძნეთის მხარეს.

„მე პოლიტიკურ პროცესში ჩახედული არ ვარ, მაგრამ ვფიქრობ, გახარიას გადადგომა დუღილის ტემპერატურას საკმაოდ დაწევდა“, – განაცხადა გოგა ჩანადირმა.

„ეს ახალ კრიზისებს წარმოქმნის და კონტრაქციის ჩატარებაც ახალი კრიზისის წარმოქმნა იქნებოდა. ეს გახარიას არანაირად არ დაეხმარებოდა თანამდებობის შენარჩუნებაში და პირიქით, დაძაბულობის ახალ კერებს წარმოქმნიდა. რაც შეეხება ლანძღვას, გინებას დაპირისპირებას და განსხვავებული აზრის მიუღებლობას, ეს სერიოზული პრობლემაა ჩვენ საზოგადოებაში. მგონია, რომ ამ ყველაფერს ჯერ კიდევ არასაკმარის სამოქალაქო კულტურასთან მივყავართ“, – განაცხადა გოგა ჩანადირმა.

1tv.ge

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია