შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"ივანიშვილი შეგნებულად ურევს ქვეყანას და ამისთვის მალე დაისჯება" - ოქრუაშვილი

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 29 ივნისი 2019

ვინც ბიძინას ბრძენობა დააბრალა ყველა დროის ყველაზე დიდი იდიოტია.

2003 წელს შევარდნაძემ კონტრაქცია მოაწყო და მის მხარდასაჭერად ასლან აბაშიძეს აჭარიდან ხალხი ჩამოაყვანინა. შედეგი – შევარდნაძე გავაპანღურეთ და აბაშიძეც ზედ მივაყოლეთ.

2007, 2011 წლებში სააკაშვილმა ქართველების სისხლი დაღვარა. შედეგი – სააკაშვილიც გავაპანღურეთ “უვადოშვებულებაში”.

ივანიშვილმა ქართველების სისხლიც დაღვარა და ეხლა კონტრაქციის მოწყობასაც “ჩალიჩობს”.

მიდი ბიძინა! ჩამოაყვანინე შენ ბრიყვ გამგებლებს ხალხი რეგიონებიდან და თუ უფრო მალე არ გაგაპანღურებთ ვიდრე შენ გგონია, აგერ ნახავ.

განსხვავებით შევარდნაძის და სააკაშვილისაგან, ივანიშვილი შეგნებულად ურევს ქვეყანას და ამისთვის დაისჯება, თან ძალიან მალე და არამხოლოდ გაპანღურებით.

გაბედეგამარჯვება, – აცხადებს „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი.

ახალი თაობა

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია