შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"არ გავჩუმდებით, სანამ გახარია არ წავა!..."

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 30 ივნისი 2019

რუსთაველის გამზირზე მე-11-ე დღეა პროტესტი გრძელდება, მოქალაქეები 20 ივნისის სისხლიანი აქციის შემდეგ, შს მინისტრის გახარიას გადადგომას ითხოვენ და ამბობენ, რომ არ დაიშლებნიან, სანამ ხელისუფლება მათ მოთხოვნებს სრულად არ დააკმაყოფილებს.

აქცია დღეს საღამოს 7 საათზე კვლავ განახლდება.

„ჩვენ არ გავჩუმდებით! არ გავჩუმდებით სანამ გახარია არ გადადგება. იმიტომ, რომ ზუსტად ვიცით, რომ ჩვენს სიტყვას აქვს ძალა. ჩვენს სიტყვას ელოდებიან ადამიანები, აქ იკრიბებიან და ელოდებიან ტელევიზორებთან. დღეს კიდევ მოვლენ ადამიანები და გამოვლენ სიტყვით სცენიდან. ჩვენ არ ვვაჭრობთ, ჩვენ გვინდა რომ 20 ივნისის იყოს ბოლო ძალმომრეობის პოლიციის მხრიდან საკუთარ ხალხზე და ეს არ დამთავრდება სანამ გახარია არ წავა,“-განაცხადა მიშა მშვილდაძემ.

აქციის ორგანიზატორები ამბობენ, რომ დღევანდელი აქცია იქნება შედარებით მსუბუქი. სიტყვით გამოვლენ ხელოვანები და მუსიკოსები. მათი თქმით, ხელისუფლება გახარიას სკამს ებღაუჭება და ვერ ხსნის, რადგან ის მათი დანიშნული არ არის.

„ ესე გაბრაზებული ხალხი 9 აპრილის შემდეგ არ ყოფილა, ვარდების რევოლუციაც კი დროში კიდევ უფრო პატარა იყო და მაშინაც დიდი ამბები მოხდა. რომ გვეგონა რომ რაღაცეები წარსულში დავტოვეთ და გაქრა, არ გამქრალა და ის რითიც იწონებდა ეს ხელისუფლება თავს, რომ არასოდეს ხალხზე არ უძალადია, ამასაც ვეღარ ამბობენ. ებღაუჭებიან გახარიას სკამს, იმიტომ რომ ვერ ხსნიან და იმიტომ, რომ მათი დანიშნული არ არის,“-განაცხადა გიგა მაქარაშვილმა.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია