გურია

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

უკმაყოფილო ბახტაძე - პრემიერი და უმრავლეოსობის წევრები ივანიშვილს გახარის გადაყენებას თხოვენ

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 01 ივლისი 2019

,,პირველი რადიოს" ინფორმაციით, მიუხედავად იმისა რომ "ქართული ოცნების" უმრავლეოსობის წევრები და მინისტრები კატეგორიულად გამრიცხავენ შს მინიტრის გადადგომას და ამის პარალელურად სოციალურ ქსელში მიმდინარობს კამპანია "გახარია ჩემი მინისტრია", მმართველ გუნდში სულ უფრო იზრდება რიცხვი ვინც პოლიტიკურ კრიზისიდან გამოსვალის ერთდაერთ გზას სწორედ გახარიას გადადგომაში ხედას. 

არაოფიცილური ინფორმაციით, პარლამენტის წინ მომიტინგეებს ცრემლსადენი გაზით და რეზიტის ტყვიებით დაშლის პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ გააპროტესტა. წყაროს ცნობით. ბახტაძე უკმაყოფული იყო იმით რომ თუ აქციის დაშლა ამ ფორმით იგეგმებოდა, მაშინ ის სულ მცირე განცხედების - "რეზინის ტყვიებისა და გაზის გამოყენება “ქართული ოცნების” ხელწერა აროსოდეს ყოფილა და არც იქნება" - არ გააკეთებდა. გარდა ამისა ბახტაძე უკმაყოფილო იყო იმით რომ ის აქციის დაშლაზე საერთოდ არ იყო ინფორმირებული. გავრცლებული ინფორმაციით, ბახტაძე მმართველ გუნდში იმ უმრავლესობის რამდენიმე წევრთან ერთად იმ დაჯგუფებას მიეკუთვნება რომლებიც გახარიაა გადადგომას ითხოვენ, თუმცა ამათ მოთხოვნას ჯერ-ჯერობით ბიძინა ივანიშვილი არ აკმაყოფილებს.  

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია