შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

„გული მწუხარებით მევსება, ქვის ხანის საზოგადოებას ვგევართ“ - დეკანოზი

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 01 ივლისი 2019

დეკანოზი ილია ჭიღლაძე ფეისბუქზე შემდეგი სახის სტატუსს აქვეყნებს:

„ამერიკაში მოღვაწე მამა იოსების სავსებით სამართლიანი და ზუსტი შეფასება: "გუშინდელი მსახურება წმიდა მოციქულთა ეკლესიაში. ქართულის გარდა, ყველა სხვა ეკლესიაში ღვთისმსახურებას სერიოზულად ეკიდებიან. ვერ გაიგონებთ ერთ ზედმეტ ჩქამს. სულ თოთო ბავშვებიც კი გასუსულები თამაშობენ, იმიტომ რომ ასე აჩვევენ მშობლები. მოზრდილი ადამიანი ტრაპეზამდე ხმას არ ამოიღებს. ზედმეტია ლაპარაკი დაგვიანებაზე, ტელეფონებზე, სიარულზე, ყველაზე მთავარი კი, ადამიანები ღვთისმსახურების დროს განიცდიან სიხარულს. როგორი დაზიანებულია ქართული DNA რომ ნებისმიერი სხვა ეკლესიის გვშურს და ვნატრობთ, ნეტავ ოდესმე... ქართველებიც ასე ღვთისმსახურებდნენ! რა გვჭირს?"

p.s. ამაზე მეც ხშირად ვფიქრობ, ვადარებ რა ქართულ მრევლს სხვა ქვეყნების მრევლის ქცევას, გული მწუხარებით მევსება: ძირითადად, ქვის ხანის საზოგადოებას ვგევართ."

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია