შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"სხვა ხალხის ისმის აქ ჟრიამული!"-მირცხულავა ახალგაზრდების აქციას აფასებს

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 01 ივლისი 2019

ანალიტიკოსი, გოჩა მირცხულავა ქვეყანაში ბოლო დღეების განმავლობაში მიმდინარე პროცესებს და უწყვეტ აქციებს ეხმაურება, რომელსაც ძირითადად ახალგაზრდები მართავენ და მის მნიშვნელობას აფასებს: 

"ახლა გნებავთ იცინეთ, გნებავთ იქილიკეთ, გნებავთ იფილოსოფოსეთ, გნებავთ სწორად გაიაზრეთ... გალა გახსოვთ? ჰო, გალაკტიონი... მამულის შეგრძნება გენეტიკურ- ანუ საყველპურო, გნებათ გაუაზრებელ მაგრამ კოდირებულ ფორმულად რომ გვიქცია - 

"ცვრიან ბალახზე თუ ფეხშიშველა არ გავიარე - რაა მამული?!"... ისე მე და თქვენ გაიხარეთ, რამდენი ქართველი იმეორებს ამ სიტყვებს ავტორთან ბმის გარეშე. ანუ რამდენმა არ იცის ვინ თქვა ეს. მაგრამ იცის, რომ კარგად თქვა და რომ მამული ყველაფერთან ერთად მარტივად ასახსნელი ფილოსოფიაა. მამული და არა სამშობლო, არა საქართველო... არამედ სინთეზირებული ემოცია - მამული... მამული, როგორც გეოგრაფიული ერთეული და მამული, როგორც სახელმწიფო. მამული როგორც წარსული, აწმყო და მომავალი... 
ჰო, და 20 ივნისს ამ გააზრებით გავაფრთხილე ხელისუფლებაც და ქართული პოლიტიკური კლასიც, რომ გარეთ პროცესების სხვა ანატომია იყო: მამული- საქართველო, სამშობლო!

ვიცი, არც ახლა გჯერათ - მაგრამ იმ ადამიანების, ახალგაზრების ემოცია ბევრად განსხვავდება ჩვენი ემოციისაგან, ჩვენი ბრძოლის იდეისგან. ჩვენ დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის ვიბრძოდით. ესენი თავისუფლებისთვის იბრძვიან. ჩვენთვის თავისუფლება დამოუკიდებლობის დანამატი იყო, იდეის გამდიდრების მცდელობა ისე, რომ მზად ვიყავით ნებისმიერი ადამიანის თავისუფლება შეგვეზღუდა, დედა გვეტირებინა ყველას თავისუფლებისთვის. ამ დროს თავად იდეა - თავისუფლება იყო და არის მრავალი ჩვენგანისთვის გაუგებარი. ასე მოიქცა ყველა წინა ხელისუფლება, ასე იქცევა ეს ხელისუფლებაც და ამას ცდილობს რეალურად ყველა "წარსული", რომელიც ნათელ მომავალს გვპირდება და თავისუფლების იდეა გააზრებული არ აქვს. თავისუფლების იდეა დამოუკიდებელ საქართველოში სამოქალაქო თანამსწორობაა, ან თუ გნებავთ სამოქალაქო სახელმწიფოს შექმნა და არა ეროვნულ-პატრიოტულ ნარატივებით დაბოლებული ერი, რომელსაც მუდამ აქვს იმის განცდა, რომ გვერდით მცხოვრებ სხვა ეროვნების მეზობელზე მეტი პრივილეგია ეკუთვნის. არაო მეტყვით.. და მე რას მატყუებთ ის ადამიანები, რომლებიც შანსს არ უშვებთ ხელიდან საკუთარი კუთხის უპირატესობა ამტკიცოთ ნებისმიერი შანსის დროს. და, ასეთ მოცემულობაში რომ სხვების მიმართ გაუცხოვება და ანტაგონიზმი "გაგვიელვებს" ხოლმე გუნება- განწყობილებაში ამას ვის ვუმალავთ?

გალას იმ სიტყვების გაგრძელება გახსოვთ?

"წინაპართაგან წავიდა ყველა
სხვა ხალხის ისმის აქ ჟრიამული"...

ახლა ეს გენიალური გააზრება მივუსადაგოთ რეალობას და ბევრ რამეს ამოვხსნით. ნუ, ვიცი დაიწყება - როდის და ვისზე თქვა გალაკტიონმაო. რა ვიცი, რა ვიცი - იმას კი ვხედავ, რომ - "სხვა ხალხის ისმის აქ ჟრიამული!" და შეეშვით მათ ლანძღვას და მათთვის ჭკუის სწავლებას. გამოცილებები გაუზიარეთ და სწორ გადაწყვეტილებას თავად მიიღებენ. შეცდომებსაც თავად გაასწორებენ და გამარჯვებებსაც თავად მიაღწევენ. რა ვქნა, იმის გარდა - ვის მოეწონება და ვის არ,ა დიდად არ მადარდებს - თუ ვიტყვი: არა თუ ხელისუფლებებს, მშობლებსაც არ ესმით დღეს მეტწილად შვილების, რადგან ისინი - ანუ ჩვენ, სხვა დროში ჩავრჩით. მაგრამ ისიც მესმის, რომ ხელისუფლებები და მშობლები ცდილობენ საკუთარი შვილების გამოყენებას. არა მათ გაგებას, არამედ გამოყენებას და აი, აქ ვუშვებთ შეცდომას. ისინი ვერ გახდებიან ისეთნი, როგორიც ჩვენ გვინდა იყვნენ, თუ შეგვიძლია ჩვენ უნდა გავხდეთ ისეთნი როგორიც მათ სურთ რომ ვიყოთ. ესაა მთელი არსი და ფორმულა, რომელიც ძალიან მარტივად აღიქმება მათთვის ვისაც ადეკვატურობის უნარი გააჩნია - დღეს და ახლა! მე დღეს მიდნა თავისუფალი სახელმწიფო, ოჯახი რომელიც მხარს მიჭერს და არა მაშინ, როდესაც "შენ" მოწყალებას გაიღებ"!-წერს გოჩა მირცხულავა.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია