ჭადრების ბაღში ახალგაზრდული კავშირი „ევროკლუბის“ ორგანიზებით ღონისძიება მიმდინარეობს. პროექტის მიზანია ადამიანებმა უფრო მეტი იმუშაონ საკუთარი სურვილების შესასრულებლად.
„გურიის მოამბესთან“ პროექტის ხელმძღვანელმა, ოზურგეთის მეოთხე საჯარო სკოლის მოსწავლე, ქეთი ლომაძემ ისაუბრა:
„პროექტი ხორციელდება ახალგაზრდული კავშირის "ევროკლუბის" ორგანიზებით. გამვლელებს ვთხოვთ მოვიდნენ ჩვენს მაგიდასთან, დაწერონ თავიანთი სურვილები და ოცნებები,მოათავსონ კონვერტში და დაკიდონ სტენდზე. ჩვენ შევინახავთ თქვენს სურვილებს და ერთი წლის შემდეგ გავხსნით. აუცილებელია წერილში მიუთითოთ სახელი, გვარი და ტელეფონის ნომერი. ჩვენ დაგიკავშირდებით და გკითხავთ თუ შეძელით ერთი წლის მანძილზე თქვენი სურვილების ასრულება. ეს პროექტი დაეხმარება საზოგადოებას უფრო მეტად იყვნენ მოტივირებულები და მეტად იზრუნონ საკუთარი სურვილების შესასრულებლად.“- აღნიშნა ლომაძემ.