შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

დღეს, ექვს ნოემბერს, სან დიეგოს უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა ახალციხეში უფროსი კლასების მოსწავლეებთან STEM (მეცნიერება, ტექნოლოგიები, ინჟინერია, მათემატიკა) დარგების მნიშვნელობასა და დასაქმების პერსპექტივაზე ისაუბრეს.

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 06 ნოემბერი 2018
შეხვედრას ახალციხის, ახალქალაქის, ვალის, აწყურის და აბასთუმნის საჯარო სკოლების 70–მდე უფროსკლასელი ესწრებოდა.„ჩვენ წარმოვადგენთ ამერიკის სან დიეგოს სახელმწიფო უნივერიტეტის ფილიალს საქართველოში, სადაც ქართველ სტუდენტებს ეძლევათ საშუალება მიიღონ განათლება და იმ ხარისხის დიპლომი, რასაც სან დიეგოს კალიფორნიის ფილიალის სტუდენტები იღებენ“, – ამბობს სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ვიცე დეკანი ნუგზარ დავითაშვილი.სან დიეგოს უნივერსიტეტში ექვსი სპეციალობაა – კომპიუტერული ინჟინერია, კომპიუტერული მეცნიერება, სამშენებლო ინჟინერია, სამოქალაქო ინჟინერია, ელქტრონული ინჟინერია და ქიმია–ბიოქიმია.უნივერსიტეტში ბაკალავრიატის საფეხურზე სწავლის ღირებულება წელიწადში 7 500 დოლარს შეადგენს.„ყველაზე კარგი პროგრამები ამ უნივერსიტეტშია და აქ მინდა სწავლა, თუმცა 7 500 დოლარის გადახდის საშუალება არ მაქვს, როგორც გავიგე 75%–ს თვითონ აფინანსებენ და 13%–ს სახელმწიფო ფარავს მაღალი ქულების შემთხვევაში, ეს ჩემთვის მნიშვნელოვანია“, – ამბობს აბიტურიენტი ნუგი ყულიჯანიშვილი. სანდიეგოს უნივერსიტეტში ჩაბარება სურს, ვალეს პირველი სკოლის მოსწავლეს ნათია ჩანაღლიშვილს: „დღეს გავიგეთ, თუ რას გვთავაზობს ეს სასწავლებელი. ასევე, მოგვეცა საშუალება, რომ თითოეული ფაკულტეტიდან წამრომადგენლებს გავეცნოთ“.სან დიეგოს წარმომადგენლებმა მოსწავლეებს დღეს ქიმიური ცდები და საკუთარი ცოდნით შექმნილი რობოტებიც აჩვენეს.[ავთო ინასარიძე, ახალციხე]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია