გურია

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ერთი შეკითხვა "ქართული ოცნების" მომხრეებს

საზოგადოება
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 02 ივლისი 2019

"შევეცდები ქოცი კაცისთვის გასაგები ენით დავსვა ერთი შეკითხვა მათივე მისამართით. ერთი წუთით დავუშვათ და დაგეთანხმეთ, რომ ნაცები, როგორც ასეთი, ყველაზე მურტალი ხალხია კაცობრიობის ისტორიაში და მათთან შედარებით ჰიტლერი, პოლ პოტი, ჩიკატილო, ბრეივიკი და ჩარლი მენსონი სულ ანგელოზები, ქერუბიმები და სერაფიმები არიან. ახლა დავუშვათ და იმაშიაც დაგეთანხმეთ, რომ ამ ჩიკატილოზე უარესებმა წინასწარ ჩაფიქრებული ვერაგული გეგმის მიხედვით პროტოკოლური შეცდომით ისარგებლეს, ააგდეს პატიოსანი ხალხი, მიამიტი ახალგაზრდობა და გამოიყვანეს ანტისახელისუფლო აქციაზე, სადაც თავხედურად ცდილობდნენ სახელმწიფო გადატრიალების მიზნით პარლამენტის ეზოში შევარდნას (იმ ეზოში რა ჩემი ფეხები უნდა ეკეთებინათ, სახელმწიფო რანაირად გადატრიალდებოდა ამით და მსგავს პროვოკაციულ შეკითხვებს არა ვართ. დ. ზ.), რაც აღკვეთა პოლიციამ. აი, დავუშვათ და დაგეთანხმეთ, რომ ეს ყველაფერი მართლა ასე იყო. ჰოდა, ამ დავუშვათ და პროვოკაციის აღკვეთის პროცესში პოლიცია რომ სწორედ იმ პატიოსან ხალხს და მიამიტ ახალგაზრდებს დაერია, დილამდე დასდევდა მათ ქუჩებში, ესროდა დათვის და ვეფხვის მოსაგერიებელ ტყვიებს, ზოგს თავი გაუტეხა, ზოგს მხარი მოტეხა, ზოგს კი თვალი ამოთხარა სახეში დამიზნებით სროლის შედეგად, ამაზე არავინ არ უნდა აგოს ხელისუფლებიდან პასუხი და როგორც მინიმუმ, ამ მხეცობაზე უშუალოდ პასუხისმგებელი პირი, შინაგან საქმეთა მინისტრი არ უნდა გადადგეს თანამდებობიდან? აბა გონება დაძაბეთ და მიპასუხეთ, ოღონდ მართლა" - წერს ყოფილი პარლამენტარი დავით ზურაბიშვილი საკუთარ ფეისბუკ გვერდზე:

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია