შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

საკმაოდ მარტივი ტესტი იყო, – აბიტურიენტები ქართული ენისა ლიტერატურის გამოცდაზე

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 02 ივლისი 2019
დღეს, 2 ივლისს, ერთიანი ეროვნული გამოცდებზე რეგისტრაცია 8:00 საათზე დაიწყო. 255 დარეგისტრირებული მოსწავლიდან დილის სესიაზე ყველა გამოცხადდა.„ჩემთვის საკმაოდ მარტივი ტესტი იყო, არ გამჭირვებია. მუსხის საჯარო სკოლა დავამთავრე და ახლა ვაბარებ სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტში ისტორიის ფაკულტეტზე, რადგან ძალიან მიყვარს თარიღები და ეს საგანი ძალიან საინტერესოა“, – გვითხრა ნანუკა გვირჯიშვილმა.ტესტი ქრისტინა რუხაიასთვისაც ადვილი აღმოჩნდა. იგი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში სამართლის ფაკულტეტზე აბარებს."ესე იყო ძალიან ადვილი, ასევე - რედაქტირებაც, უბრალოდ დროის კონტროლი მიჭირდა და რაღაც მომენტებში ამერია დრო, თუმცა საერთო ჯამში მაინც კმაყოფილი ვარ ჩემი თავის. უფრო მეტად რთული ტესტის მოლოდინი მქონდა, თუმცა ასე არ აღმოჩნდა", – გვითხრა ქრისტინა რუხაიამ. გამოცდის მეორე სესიაზე რეგისტრაცია 14:00 საათზე დაიწყება. ქართული ენისა და ლიტერატურის გამმოცდის ხანგრძლივობა 3 საათი და 45 წუთია.[მარიამ ბარძიმაძე, ახალციხე]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია