სამცხე-ჯავახეთი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ახალციხის რაიონულ სასამართლოს ორი მოსამართლე ტოვებს

სამართალი
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 02 ივლისი 2019
ნათია მერაბიშვილმა პოსტი საკუთარი გადაწყვეტილებით დატოვა, პირველი ივლისიდან კი მუშაობას თბილისის საქალაქო სასამართლოში შეუდგა.იგი ახალციხის რაიონულ სასამართლოში მოსამართლის თანამდებობაზე 2012 წლიდან, შვიდი წლის განმავლობაში მუშაობდა. რაც შეეხება გიორგი ლონდარიძეს, მას პირველ სექტემბერს საპენსიო ასაკი, 65 წელი უსრულდება. კანონის მიხედვით, მას მოსამართლის პოსტზე მუშაობის გაგრძელება აღარ შეეძლება. გიორგი ლონდარიძე მოსამართლედ 35 წელი მუშაობდა. „თუ კანონში რაიმე ცვლილება შევიდა საპენსიო ასაკის გაზრდაზე, მაგ შემთხვევაში ლონდარიძე მოსამართლის პოსტზე დარჩება, თუმცა ამ ეტაპზე, ასაკის გამო, მას წასვლა მოუწევს“, – გვითხრეს ახალციხის რაიონულ სასამართლოში.სექტემბრიდან ახალციხეში სამი მოსამართლე დარჩება: გია ბერაია, ლუიზა თოდუა და მარიკა ჩიტაშვილი.[მარიამ ბარძიმაძე, ახალციხე]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია