შეკვეთილში სამხედროებით სავსე მიკროავტობუსი გადაბრუნდა. მძიმედ დაშავდა 12 ჯარისკაცი.
ავარიის შედეგად დაშავებულ 5 სამხედრო პირს სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა.
მათი მდგომარეობა ამ დროისთვის საკმაოდ მძიმეა. ხუთივე ქობულეთის სამედიცინო ცენტრში, რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება.
შსს-ს პრესცენტრის ცნობით, გამოძიება მიმდინარეობს სსკ 276-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლოატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთებილს ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.
ცნობისთვის, როგორც "გურიის მოამბისთვის" ექსკლუზიურად გახდა ცნობილი, დღეს დილით შეკვეთილში სამხედროებით სავსე მიკროავტობუსი გადაბრუნდა, რა დროსაც რამდენიმე სამხედრო პირი დაშავდა. ჩვენთვის მოწოდებული ინფორმაციით, მიკროავტობუსს სამხედროები ბათუმიდან სენაკში, სამხედრო ბაზაზე გადაჰყავდა, როცა შეკვეთილის მონაკვეთზე მოსრიალდა და გადაბრუნდა.
ჩვენი წყაროს ცნობით, ისინი ავღანეთიდან ცოტა ხნის წინ დაბრუნდნენ.
დაშავებულები ბათუმლები არიან. ისინი სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა ქობულეთის საავადმყოფოში გადაიყვანა.
ფოტოზე ერთ ერთი დაშავებული, რ. ფუტკარაძეა.