შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

თვითმმართველობის ინდექსის მიხედვით, სამცხე-ჯავახეთის 4 მუნიციპალიტეტი ბოლო ადგილზეა

პოლიტიკა
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 04 ივლისი 2019
რეგიონის მასშტაბით, ყველაზე მაღალი შეფასება ახალციხის მუნიციპალიტეტმა მიიღო – 25%, ახალციხე 64 მუნიციპალიტეტს შორის 34–ე ადგილზეა. რეგიონული ცენტრის მერია 22%-ით, საკრებულო კი 31%-ით შეფასდა. 57 ადგილზე 11%-ით მოხვდა ბორჯომის მუნიციპალიტეტი.უკანასკნელ ოთხ პოციზიაზე კი სამცხე-ჯავახეთის ოთხი მუნიციპალიტეტი დასახელდა. ესენია: ადიგენის მუნიციპალიტეტი - 8%;ასპინძის მუნიციპალიტეტი - 7%ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი - 7%ახალქალაქის მუნიციპალიტეტი - 6%ადგილობრივი თვითმმართველობის ინდექსი სწავლობს და აფასებს საქართველოს მუნიციპალიტეტების გამჭვირვალობის, მოქალაქეთა მიმართ ანგარიშვალდებულებისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოსახლეობის მონაწილეობის ხარისხს.ადგილობრივი თვითმმართველობის ინდექსი შედგება სამი თემატური ბლოკისგან, რომელიც შეფასების 100-მდე კრიტერიუმს აერთიანებს. ეს სამი ბლოკია - საჯარო ინფორმაციის პროაქტიური გამოქვეყნება, ელექტრონული მმართველობა და მოქალაქეთა მონაწილეობა და ანგარიშვალდებულება.მსგავსი ინდექსაცია 2017 წელსაც მოხდა. მაშინ ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის შეფასება 15%-ს შეადგენდა. ბორჯომის 16%, უკანასკნელ პოზიციებზე კი ისევ სამცხე-ჯავახეთის მუნიციპალიტეტები, 8%-ით ნინოწმინდა და 5%-ით ასპინძა მოხვდნენ.სამცხე-ჯავახეთის უარყოფითი მაჩვენებლების მიუხედავად, 2017 წელთან შედარებით, საქართველოში 2019 წელს მოქალაქეთა მონაწილეობისა და ანგარიშვალდებულების მაჩვენებლები გაუმჯობესდა. 2017 წელს მოქალაქეთა მონაწილეობა 19%-ს შეადგენდა, 2019 წელს 25%-აღწევს. ანგარიშვალდებულება კი 38%-დან 42%-მდე გაიზარდა.მუნიციპალური ორგანოების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების შეფასება, 2018 წლის 1 დეკემბრიდან 2019 წლის 15 თებერვლამდე, კონსულტაციებისა ტრენინგების ცენტრის (CTC), ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტისა (IDFI) და მმართველობითი სისტემების განვითარების ცენტრის (MSDC) ერთობლივი ძალისხმევით განხორციელდა.[ავთო ინასარიძე, ახალციხე]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია