ექსპერტი გია ხუხაშვილი პროკურატურის მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა, სადაც 20-21 ივნისის მოვლენები სახელმწიფო გადატრიალებისა და ხელისუფლების დამხობის მცდელობას არის შეფასებული:
"მე არ ვიცი დამაჯერებლობისთვის ხელისუფლება რა ჩანაწერებს შემოგვთავაზებს და როგორ დაგვარწმუნებს. თუმცა დღეის მდგომარეობით, მთლად მეოცე საუკუნის დასაწყისის ნარატივში გადაგვისროლა, როდესაც სახელმწიფო გადატრიალება ფოსტა-ტელეგრაფის აღებით იწყებოდა. ასე შორსაც არ ვარგა წასვლა, ბებიების მხარდამჭერი ვიდეოები ბევრად უფრო თანამედროვე ისტორიაა"...