გურია

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"მონობა ადვილია – მეგობრობაა ძნელი, პირველი თვითშეზღუდვაა, მეორე – ნამდვილი თავისუფლება"

საზოგადოება
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 03 ივლისი 2019

“ჩემს მოსწავლეებსა და მეგობრებს:

ძალიან ბევრ ადამიანს არასწორად ესმის სიტყვა “ერთგულება”. მათ ჰგონიათ, მეგობრის, ახლობლის გვერდით უნდა დადგე ყველა შემთხვევაში – რაც და როგორც გინდა გააკეთოს მან.

ეს ზნეობრივი აბსურდია. ადამიანის მოვალეობაა, სიკეთის გვერდით იდგეს. მეგობარსა და ახლობელს შეცდომისა და დანაშაულის შემთხვევაშიც კი ზურგი არ უნდა შეაქციო, მაგრამ თუ ის სიკეთესა და ღირსებას განუდგა, შენი პოზიცია და დამოკიდებულება უნდა გამოხატო.

“ვინც ჩემთან არ არის, ჩემი მტერია” – ან ბოროტის ფრაზაა ან – აგრესიული ლენჩის.

ჭეშმარიტება მეგობრობაზე მაღლა დგას, იმიტომ რომ ღმერთია. ჭეშმარიტებით “დაჩაგრულ” მეგობრობას გაუტეხელი სიყვარული ამშვიდებს.

ნამდვილად ერთგული ის არის, ვინც სიმართლეს გეუბნება და არასდროს გტოვებს.

სხვაგვარი “ერთგულება” (როცა მტყუან ახლობელსაც ამართლებ მხოლოდ იმიტომ, რომ ეს ვალდებულებად მიგაჩნია) მეგობრობა კი არა ქვეშევრდომობა და მონობაა.

მონობა ადვილია – მეგობრობაა ძნელი. პირველი თვითშეზღუდვაა, მეორე – ნამდვილი თავისუფლება.

მართალი მარტო ბოროტების კი არა, სიკეთის წინაშეც უნდა იყო”, – წერს გია მურღულია.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია