შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"გვესროდნენ დამიზნებით და როცა გვესროდნენ, იცინოდნენ" - 20 ივნისს დაშავებული

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 04 ივლისი 2019

20 ივნისის სისხლიან ღამეს დაშავებული კიდევ ერთი ახალგაზრდა, დავით ღურწკაია ამბობს, რომ პოლიციამ დემონსტრანტების წინააღმდეგ არაპროპორციული ძალა გამოიყენა. დავით ღურწკაიას რამდენიმე ტყვია გულმკერდის არეში მოხვდა.
მისი თქმით, პოლიციელთა ნაწილი რეზინის ტყვიებს მათი მიმართულებით დამიზნებით და ცინიკური გამომეტყველებით ისროდა.

"პოლიციამ ერთი რუსი ოკუპანტის გამო გადაამეტა ძალას და ჩაგვცხრილა როგორც ცხოველები. ჩვენზე ნადირობდნენ როგორც ცხოველებზე. ეს ისეთი რაღაცა არის, უნდა ესროლო მიწას და ასხლეტვით უნდა მოგხვდეს, მაგრამ ჩვენ გვესროდნენ დამიზნებით და როცა გვესროდნენ, იცინოდნენ,"-აცხადებს დავით ღურწკაია.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია