შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

თერჯოლაში ავტოსაგზაო შემთხვევისას დაშავებული ახალგაზრდა საავადმყოფოში გარდაიცვალა

სამართალი
წყარო:  New Press / http://newpress.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 07 ნოემბერი 2018

თერჯოლის გადასახვევთან, ცენტრალურ ავტომაგისტრალზე გუშინ  მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული 24 წლის ახალგაზრდა საავადმყოფოში გარდაიცვალა.

არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდები თბილისიდან ზუგდიდში მეგობრის ქორწილში მიდიოდნენ. 

ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა და ცეცხლი გაუჩნდა.

შსს-ს ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად 3 ადამიანი დაშავდა, რომლებიც საავადმყოფოში გადაიყვანეს, ერთ-ერთი დაშავებული სოსო ჯალიაშვილი დღეს გარდაიცვალა. 

სხვა დაშავებულები თერჯოლისა და ზესტაფონის საავადმყოფოებში რჩებიან.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია