შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ახალციხეში თამარაშვილის ქუჩა ისევ დაიტბორა [ფოტო]

სამართალი
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 06 ივლისი 2019
ახალციხეში წვიმა დაახლოებით 16:00 საათზე დაიწყო. წყალმა ქუჩები და ეზოები დატბორა. თამარაშვილის ქუჩაზე, სადაც სტიქია ერთი კვირის წინაც იყო, დღეს მდგომარეობა გაუარესდა. წყალი დაგუბდა ავტოფარეხებსა და ეზოებში. ისევ დაიტბორა პურის საცხობი, რომელიც 28 ივნისის წვიმამ ისე დააზიანა, რომ მეპატრონეს თონის დანგრევა დასჭირდა. თამარშვილის ქუჩის პრობლემაზე „სამხრეთის კარიბჭემ“ არაერთი მასალა დაწერა. ბოლოს, სტატია 5 ივლისს გამოქვეყნდა. ახალციხის მერიაში ამბობენ, რომ პრობლემის გადასაჭრელად თამარშვილის ქუჩაზე არსებული სანიაღვრე არხის რეაბილიტაცია მოხდება.გთავაზობთ მასალებს თამარშვილის ქუჩის პრობლემებზე:რატომ იტბორება ყოველი წვიმის დროს თამარაშვილის ქუჩათამარაშვილის ქუჩაზე დატბორილი ეზოები და სანიაღვრე არხი ისევ გასაწმენდიადატბორილია სარდაფები და ავტოფარეხები – ძლიერი წვიმა ახალციხეში[თორნიკე ზაზაძე, თაკო ფეიქრიშვილი, ახალციხე]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია