შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

როგორ აფასებს გია ხუხაშვილი ხელისუფლების რეაქციას გაბუნიას მონოლოგზე

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 07 ივლისი 2019

გია ხუხაშვილი გაბუნიას მონოლოგზე: რეაქცია უნდა ჰქონდეს საზოგადოებას, ხელისუფლების რეაქციები კი, უფრო მეტ პრობლემას შექმნის, ვიდრე გადაწყვეტს

ექსპერტი გია ხუხაშვილი ამბობს, რომ რუსთავი 2-ის  ჟურნალისტის, გიორგი  გაბუნიას მონოლოგი და ამ ენით თუნდაც, მტრის მიმართ საუბარი, კატეგორიულად მიუღებელია. 

 „ამ ლექსიკით საუბარი  კატეგორიულად მიუღებელია, მათ შორის, მტრის მიმართ, მაგრამ ეს, იმის პრობლემა უფროა, ვინც იყენებს, ვიდრე იმის, ვის მიმართაც იყენებენ. კონკრეტულად კი, პრობლემაა ერთი, კონკრეტული ჟურნალისტის, გაბუნიასი.“ - განუცხადა “„პრაიმტაიმს“ გია ხუხაშვილმა. 

მისი თქმით, რუსეთის რეაქცია გაბუნიას მონოლოგზე  უარყოფითი არ იქნება. 

„რუსეთი ისედაც გაბრაზებულია, ბევრი რისკები გვაქვს და ვფიქრობ, რომ ერთი ჟურნალისტის ნათქვამს რუსეთი  ცუდი თვალით არ შეხედავს და არც რეაქცია ექნება. შეხედავს, მაგრამ გაატარებს.“-განაცხადა ხუხაშვილმა.

რაც შეხება ხელისუფლების რექციებს, ხუხაშვილი აბობს, რომ ახლა ზედმეტი აჟიოტაჟი არ ღირს.  

“რეაქცია უნდა ჰქონდეს საზოგადოებას და აქვს კიდეც, ხელისულების რეაქციები კი უფრო მეტ პრობლემას შექმნის, ვიდრე გადაწყვეტს. “

პრაიმტაიმი

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია