გურია

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"რუსთავი 2“ ნებისმიერი ფორმით გააგრძელებს თავის ავანგარდულ როლს ამ პროცესში"- კირთაძე

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 08 ივლისი 2019

პროფესორი ნესტან კირთაძე "რუსთავი 2"-ის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და საზოგადოებას მიმართავს:

"დაუშვით ჩასაქოლად მომარჯვებული ქვები!!!

დაუშვით და გადაყარეთ ქვები, რომელიც გიორგი გაბუნიას და „რუსთვი 2“-ის ჩასაქოლად მოიმარჯვეთ;

ახლა, რამდენიმე წუთით ცივი გონებით გაიაზრეთ რაც მოხდა და რაც მოხდება ამ ქვეყანაში;

რასაც ვხედავ, ყველანი ანალიტიკოსები ბრძანდებით;

მე ჩემსას მოგახსენებთ:

ქვეყანაში დაიწყო სრულიად ახალი პოლიტიკური პროცესი;

გიორგი გაბუნიას მონოლგმა სრულიად შეცვალა ხელისუფლების პროვოკაციული დღის წესრიგი, რომელიც თავის გადასარჩენად ჰქონდა გამზადებული... ;

„რუსთავი 2“ ნებისმიერი ფორმით გააგრძელებს თავის ავანგარდულ როლს ამ პროცესში;

ამ უმძიმესი ომიდან - რუსეთ-საქართველოს ამ უმძიმესი ომიდან საქართველო გამარჯვებული გამოვა;

მშვიდობა და გამარჯვება საქართველოს !!!"- წერს კირთაძე.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია