შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

რუსეთის საგარეო უწყებამ საქართველოს ხელისუფლებას რ2-ზე პუტინის გინების დაგმობა მოუწონა

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 08 ივლისი 2019

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსთავი 2-ის ეთერში ტელეწამყვან, გიორგი გაბუნიას მიერ ვლადიმერ პუტინის გინებას აკრიტიკებს. საგარეო უწყება ამას რადიკალური ძალების ღია პროვოკაციად აფასებს, რომელიც რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებს ძირს უთხრის.

"ამჟამინდელი აღმაშფოთებელი ინციდენტი ნათელი მაგალითია, თუ სად მიდის რუსოფობია", — ნათქვამია განცხადებაში.

გარდა ამისა უწყებაში აღნიშნავენ, რომ 20 ივნისისგან განსხვავებით საქართველოს ხელისუფლებამ არ დაიწყო "რადიკალების გამართლება" და "საკუთარ თავში ძალა იპოვა გაემიჯნოს პროვოკაციას და დაგმოს მათი ქმედება". გარდა ამისა, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო მიესალმება იმ "სამართლიან პროტესტს", რომელიც რუსთავი 2-ის შემთხვევამ გამოიწვია.

"ველით ადეკვატურ რეაქციებს პროფილური საერთაშორისო და რეგიონული ორგანიზაციებისა და ჟურნალისტური საზოგადოებების მხრიდან. მსგავს გამოვლინებებს ცივილურ ქვეყნებში ადგილი არ უნდა ჰქონდეს", — აღნიშნავს რუსეთი საგარეო უწყება.

on.ge

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია