შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

აბიტურიენტები გამოცდას უცხო ენაში აბარებენ

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 08 ივლისი 2019
გამოცდაზე რეგისტრაცია 08:00 საათზე დაიწყო. რუსული ენის გამოცდაზე რეგისტრირებული 108 აბიტურიენტიდან ექვსი არ გამოცხადდა. იმავე რაოდენობის აბიტურიენტი არ დაესწრო პარალელურად მიმდინარე ინგლისურის გამოცდას, რომელზეც 150 აბიტურიენტი იყო რეგისტრირებული.„გამოცდისთვის ერთ წელზე მეტხანს ვემზადებოდი, ვფიქრობ კარგად ჩაიარა. იყო მოსასმენიც, ხმა კარგად ისმოდა“, - გვითხრა ინგლისურის გამოცდიდან გამოსულმა შოთა ერემაშვილმა.გიორგი უნანოვი რუსული ენის გამოცდისთვის ბაკურიანიდან ჩამოვიდა: „პროგრამული საკითხები შემხვდა, ჩაბარებას ილიაუნში ვაპირებ.“დღეს, 15:00 საათზე უცხო ენების გამოცდის მეორე სესია დაიწყება. მესამე და მეოთხე სესია კი ხვალ, ცხრა ივლისს გაიმართება. როგორც ინგლისურის, ისე რუსული ენის გამოცდის ხანგრძლივობა 2 საათი და 30 წუთია.[ავთო ინასარიძე, ახალციხე]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია