შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

,,ოკუპაცია გრძელდება" - ატოცში მიმდინარე პროცესს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენელი ეხმაურება

ახალი ამბები
წყარო:  შიდა ქართლი / http://qartli.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 08 ნოემბერი 2018
,,ჩვენ ყოველთვის ნათლად ვაცხადებდით, რომ ბორდერიზაცია და რუსეთის ხელისუფლების ქმედებები საქართველოს ტერიტორიაზე მიუღებელია, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან საუბრისას ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საქართველოს საკითხების მონიტორინგის თანამომხსენებელმა კერსტინ ლუნდგრენმა განაცხადა. „ჩვენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას მხარს ვუჭერთ. ოკუპაცია გრძელდება და ახალი მავთულხლართების დაყენება ქართველ ხალხს ჰყოფს. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ეს მიუღებელია. ჩვენ ამას ვგმობთ. ეს ცხადყოფს იმას, თუ როგორ უშვებს რუსეთის ხელისუფლება ბორდერიზაციას, ხელოვნური ბარიერების აგებას ქართველ ხალხს შორის. ჩვენ, როგორც მომხსენებლები, გადავცემთ ამას ევროპის საბჭოში. შვედეთში, როდესაც დავბრუნდები, ხალხს გავაგებინებ, თუ რა ხდება, ვინაიდან ვფიქრობ, რომ საჭიროა იცოდნენ რა ხდება. ის, რაც საქართველოში ხდება, არ უნდა ხდებოდეს“, - განაცხადა კერსტინ ლუნდგრენმა.
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია