შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ხელისუფლებამ რუსეთს “მათხოვრული მადლობა” გადაუხადა - ბერძენიშვილი

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 10 ივლისი 2019

ხელისუფლებამ რუსეთს “მათხოვრული მადლობა” გადაუხადა - ამის შესახებ “რესპუბლიკური პარტიის” ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით ბერძენიშვილმა, ანტისაოკუპაციო აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

“რუსეთი გვეუბნება, დაგსჯით თუ არა, ჩემი გადასაწყვეტიაო და ჩვენი პრეზიდენტი და პრემიერი ამას მიესალმება. ვის ეშინია მაგათი სანქციების? არ ვაპატიებთ არც ერთ ხელისუფლებას, ვინც სუვერენინტეტს გააასხვისებს. ბევრთან გვიომია და წაგვიგია, მაგრამ იდენტობა შეგვირჩუნებია, მაგრამ საქართველო ფეხზე არ წამომდგარა ლაჩრობით, ჩვენ სულ ვისჯებოდით დასავლური არჩევანის გამო”,- აღნიშნა დავით ბერძენიშვილმა.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია