შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

„ჩემთვის „ნაციონალური მოძრაობაც“ ისეთივე წყვდიადი და პოლიტიკური შავი ჭირია"...

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 10 ივლისი 2019

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, პარლამენტის წინ ლევან ვასაძისა და მისი მხარდამჭერების მიერ 8 ივნისს გამართულ აქციას გამოეხმაურა. მისი თქმით ეს პირებიც და ნაციონალური მოძრაობაც წყვდიადის წარმომადგენლები არიან:

„ჩემთვის „ნაციონალური მოძრაობაც“ ისეთივე წყვდიადი და პოლიტიკური შავი ჭირია, როგორც ის ადამიანები, სასულიერო პირი რომ სასულიერო პირს არ ჰგავს, ეშმაკის მსახურს ჰგავს და რაინდი – კლოუნს. მეორე მხარეს ნაცები, რომლებიც ახალგაზრდა სამოქალაქო აქტივისტებად არიან გადაცმული, ევრო ისინი იქნებიან, თუ სხვა. იქ არის ძალიან ბევრი გულანთებული ახალგაზრდა, რომელიც მართლა თვლის, რომ ეს მისი სამოქალაქო ვალდებულებაა, ბოლომდე იდგეს და შს მინისტრის გადადგომა მოითხოვოს, მაგრამ იმის უკან ვის ვხედავთ?! ისევ ამათ.“- განაცხადა ზოიძემ.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია