შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

შეკვეთილში მოშიმშილეთა კარვების დარბევას ლანჩხუთის პოლიციის უფროსის მოადგილე ხელმძღვანელობდა

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 10 ივლისი 2019

ოზურგეთის საკრებულოს დეპუტატი და ენმ-ის ადგილობრივი ლიდერი, დავით მჟავანაძე ფეისბუკში იმ რამდენიმე პირის ფოტოს აქვეყნებს, ვინც შეკვეთილში მოშიმშილეთა კარვები დაარბია. მათ შორის ლანჩხუთის პოლიციის უფროსის მოადგილის ფოტოსაც, რომელიც მჟავანაძის მტკიცებით უშუალოდ ხელმძღვანელობდა დარბევას: 

"ეს გახარიას მონა და გურიის პოლიციის დეპარტამენტის უფროსის კახა მურადაშვილის ახლო მეგობარი კოტე ესებუაა, რომელიც უშუალოდ ხელმძღვანელობდა შეკვეთილში ბიძინას სახლთან მოშიმშილეების დარბევას. ესებუას ამჟამად ლანჩხუთის პოლიციის უფროსის მოადგილის თანამდებობა უკავია."-წერს დავით მჟავანაძე და ადგილზე გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს.

ის ასევე შეკვეთილში კარვების დამრბევთა შორის რამდენიმე ადამიანის ფოტოს აქვეყნებს, მათ შორის ვინმე ვანო თოდუას, რომელზედაც მჟავანაძე აცხადებს, რომ სუსის დავალებების კარგი შემსრულებელია. 

 

 

"პოლიციასთან გარიგებული ეგრეთ წოდებული ძველი ბიჭი და ყაჩაღობაზე ნასამართლევო ვინმე ვანო თოდუა, შეკვეთილში ბიძინას სახლთან მოშიმშილეების დარბევის მონაწილე ერთ- ერთი ნაბიჭვარი. თოდუა სასჯელ აღსრულების დაწესებულება ოცნების საყოველთაო ამინისტიის დროს დატოვა და მას შემდეგ სუსის დავალებების კარ შემსრულებლად იცნობენ.
აი ასეთ ხალხზე დგას სახელისუფლებო პარტია"-წერს მჟავანაძე, რომელიც ირწმუნება, რომ კიდევ ერთი პირი ბიძინა ივანიშვილის ძმისშვილის ცოლის ახლობელი, ვინმე ძიძიგურია. 

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ , შეკვეთილში მოშიმშილეთა კარვები დაარბიეს. ოცნების აქტივისტებს პოლიციელები წინააღმდეგობას არ უწევდნენ. ადგილი ჰქონდა სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას. 

აქცია ივანიშვილის რეზიდენციასთან მეათე დღეა მიმდინარეობს. ადგილზე ოთხი კარავი იდგა, სადაც ადამიანები შიმშილობდნენ. 

 

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია