შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ნიკა მელია: ,,მცოცავი ოკუპაცია გრძელდება, ხელისუფლება კი დუმს"

ახალი ამბები
წყარო:  შიდა ქართლი / http://qartli.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 08 ნოემბერი 2018
,,რუსეთი თავისას არ იშლის, ჩვენი ხელისუფლება კი დუმს," - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ნიკა მელიამ სოფელ ატოცში ყოფნისას განაცხადა, სადაც საოკუპაციო რეჟიმმა მავთულხლართების მონტაჟი განაახლა. ნიკა მელია ქარელელ მხარდამჭერებთან ერთად, ატოცში იმ დროს ჩავიდა, როდესაც მმართველი გუნდის მხარდაჭერილი, საპრეზიდენტო კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი იმყოფებოდა. „ახლა ვდგავართ ახალ საოკუპაციო ხაზთან. 30 ჰექტარი წაგვართვეს მთლიანი მიწის. სამწუხაროა, რომ გრძელდება მცოცავი ოკუპაცია, რუსეთი თავისას არ იშლის და ჩვენი ხელისუფლება დუმს. ეს დუმილი უკანასკნელი წლების განმავლობაში გრძელდება. საერთაშორისო დღის წესრიგიდან საერთოდ გააქრო ჩვენმა ხელისუფლებამ უკანასკნელი წლების განმავლობაში ოკუპირებულ ტერიტორიებზე საუბარი. ეს ფაქტია, მაგრამ ახლა მთავარი ამოცანაა, რომ ეს მავთულხლართები აქ არ იყოს, თუმცა მანამდე საჭიროა, რომ მოსახლეობამ აირჩიოს ის მთავარსარდალი, რომელიც მოკავშირე იქნება ჩვენი ქვეყნის სასიცოცხლო ინტერესების და არა საოკუპაციო ძალების“,- განაცხადა მელიამ. შეგახსენებთ, რომ ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა მიმდინარე წლის პირველი ნოემბრიდან სოფელ ბალთასთან, რომელიც ქარელის რაიონის სოფელ ატოცს ემიჯნება, მავთულხლართების მონტაჟი განაახლა.
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია