გურია

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"მიდით ახლა, გულისამრევებო, გამოვარდით და ბორჯომიდაღვინო იკივლეთ"-გვარამია

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 11 ივლისი 2019

"ჩვენო ოქროს ახალგაზრდობავ, ჩემი და ჩემზე უფროსი თაობებივით რომ არც გეშინიათ ამ კაციჭამიის და არც რომ რუსული გინება გჭირდებათ (და, ალბათ, არც თქვენ იცით) პოზიციის უმწვავესად გამოსახატად. ყველაფერში გვჯობიხართ, მოკლედ ❤️✌️

ps სხვათა შორის, ფეხით გადაუარეს. მიდით ახლა, გულისამრევებო, გამოვარდით, დაგმეთ, მათი თაობის პუტინისთვის გადაგდება მოითხოვეთ და ბორჯომიდაღვინო იკივლეთ-წერს  "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია, რომელიც აღნიშნიული პოსტით ბათუმში მიმდინარე აქციას ეხმაურება. 

ბათუმში აქციის მონაწილეებმა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ბანერი გამოფინეს და პროტესტის ნიშნად მას ფეხით გადაუარეს. აქცია საერთაშორისო კონფერენციის პარალელურად იმართება, რომელსაც საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი და სხვა მაღალი რანგის სტუმრები ესწრებიან.

ცნობისთვის: ბათუმელი ახალგაზრდების პროტესტს თბილისიდან ანტისაოკუპაციო დემონსტრაციის მონაწილეები შეუერთდნენ. ისინი გავრილოვის ღამის და ხელისუფლების განცხადებების გამო, მათ პასუხისმგელობის საკითხის დაყენებას ითხოვენ. აქციის მონაწილეებმა ბათუმში საქართველოსა და ევროკავშირის დროშები მიიტანეს. მათი თქმით, პროტესტი არ შეწყდება, სანამ შს მინისტრი, გიორგი გახარია თანამდებობას არ დატოვებს. 

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია