შიდა ქართლი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

დავით ქაცარავა: ,,ამ ადგილზე ყველა ერთად უნდა დადგეს"

ახალი ამბები
წყარო:  შიდა ქართლი / http://qartli.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 08 ნოემბერი 2018
მოძრაობა ,,ძალა ერთობაშიას" ლიდერი დავით ქაცარავა თვლის, რომ საოკუპაციო ხაზთან ყველა პოლიტიკური მოძრაობის წარმომადგენელი ერთად უნდა დადგეს. ამის შესახებ მან შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრთან საუბრისას განაცხადა. ის სოფელ ატოცში დილიდან იმყოფება და დაესწრო საპრეზიდენტო კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის ვიზიტს. ,,ამ ადგილას არა მარტო სალომე ზურაბიშვილი, არამედ ნებისმიერი მოქალაქე უნდა მოვიდეს. სწორედ ძალა ერთობაშია ის, რაც ქართველ ხალხს გადაარჩენს. აქ მოსვლა არავის ექსკლუზიური უფლებაა. რა თქმა უნდა, მისასალმებელია მისი მოსვლა. როგორც ჩანს, მას სურს გამოასწოროს ის პოლიტიკური განცხადებები, რომელიც ცოტა ხნის წინ გააკეთა - თითქოს ომი საქართველომ დაიწყო და აფხაზეთი და სამაჩაბლო საქართველოს განგრენაა" - განაცხადა დავით ქაცარავამ.
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია