შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

9 ნოემბერს გორში 42 ქუჩაზე მცხოვრებთ ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყდება

ახალი ამბები
წყარო:  შიდა ქართლი / http://qartli.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 08 ნოემბერი 2018
ხვალ, 9 ნოემბერს, 10:00 - დან 18:00 საათამდე, გორში რამდენიმე ქუჩას შეუწყდება ბუნებრივი არის მიწოდება. დროებითი შეზღუდვა გაზსადენზე დაგეგმილმა სარემონტო - საექსპლუატაციო სამუშაოებმა გამოიწვია. ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყდება ბახტრიონის, გამსახურდიას, გარსევანიშვილის, გმირების, გოგებაშვილის, ვაჟა-ფშაველას, იერუშალაიმის, აღმაშენებლის, კასტელის, კახნიაშვილის, კირიონის, ლიტვინოვის, ლომოურის, მარჯანიშვილის, ოქტომბრის, რუსთაველის, სამეფოს, სტალინის, ქართლის, ქუთაისის, ჩიტაძის, წერეთლის, ჭავჭავაძის, ჭონქაძის, ხერხეულიძის, ჯუღაშვილის, გურამიშვილის, ბარათაშვილის, გიორგი ბრწყინვალის, დავითაშვილის, ეკ. ჯუღაშვილის, თბილისის, იაკობ ჯუღაშვილის, კლდიაშვილის, კუტუზოვის, ნინოშვილის, პუშკინის, ფარნავაზის, ყაზბეგის, შარტავას ქუჩებსა და ცხინვალის გზატკეცილს. კომპანია "სოკარი" მოგიწოდებთ სიფრთხილისკენ.
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია