შიდა ქართლი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

მამაკაცის გამო გორში ქალებმა ერთმანეთი სასტიკად ცემეს

ახალი ამბები
წყარო:  შიდა ქართლი / http://qartli.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 08 ნოემბერი 2018
სასამართლო ექსპერტის თქმით, ერთ-ერთ ქალბატონს თმები ამოგლეჯილი ჰქონდა, ხოლო მეორეს - სახის არეში ჩალურჯებები აღენიშნებოდა. ამის შესახებ დღეს გორში გამართულ პროცესზე სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის წარმომადგენელმა მალხაზ მაჭავარიანმა განაცხადა. მისი თქმით, დადასტურებულია, რომ ორივე ბრალდებულ ქალს თავის არეში დაზიანებები აქვს მიყენებული. საქმე იმაშია, რომ გორის რაიონული პროკურატურა 40 წლამდე ასაკის ქალბატონებს ერთმანეთის ცემაში ადანაშაულებს. პოლიციამ ბრალი ორივე მათგანს 126-ე მუხლით წარუდგინა (ცემა). პროკურატურის მტკიცებით: ,,ერთ-ერთმა ბრალდებულმა ქალმა, სწრაფი ჩარიცხვის აპარატთან, თავისი ქმრის მეგობარი ქალი შენიშნა, რის შემდეგაც მიუახლოვდა მას და თმებით მოქაჩა, რაზეც მეორე ქალბატონმაც იგივე ქმედებით უპასუხა, მეტიც სახეში ხელი დაარტყა, რის შედეგადაც მიიღო დაჟეჟილობა." ადვოკატ ვაჟა სუხიტაშვილის განცხადებით, წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ მხოლოდ მამაკაცის მეუღლე სცნობს, ხოლო მეგობარი ქალი ამბობს, რომ უდანაშაულოა, რადგან მეორე ბრალდებული თავს დაესხა და თავს იცავდა. სასამართლო პროცესზე პროკურატურამ მამაკაცი დაკითხა, ის მომხდარს ადასტურებს და აღნიშნავს, რომ მომხდარის შემდეგაც მეუღლესთან და მეგობარ ქალთან კვლავაც აგრძელებს ურთიერთობას.
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია