შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ზაზა ოქუაშვილის მიმართვას ავრცელებს

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 11 ივლისი 2019

ბიზნესმენი ზაზა ოქუაშვილი ღია მიმართვას ავრცელებს, რითაც ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ვიზიტს ეხმაურება. განცხადებას უცვლელედ გთავაზობთ: 

"მივესალმები ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, დონალდ ტუსკის საქართველოში ჩამოსვლას. მისი ვიზიტი ძალიან დროულია. ქართველი ხალხი ელის მისგან სიტყვას ევროპულ ფასეულობებზე, რომლებიც კანონის უზენაესობას, პიროვნების პატივისცემას, საკუთრების უფლების დაცვას, კორუფციასთან, ხალხის წინააღმდეგ ხელისუფლების ძალადობასთან ბრძოლასა და საერთაშორისო სამართლის პატივისცემას მოიცავს. საქართველო კვლავ ევროკავშირის წევრობის ასპირანტი სახელმწიფოა და ამგვარად ქართველი ხალხი იმედოვნებს, რომ ამჟამინდელი ხელისუფლება მხედველობაში იქონიებს ამ ფასეულობებს და აიღებს ვალდებულებას, რომ დაუბრუნოს ისინი ხალხს. საქართველოს მოსახლეობა დონალდ ტუსკისა და ევროკავშირისაგან ითხოვს, ივანიშვილის რეჟიმი გააფრთხილოს, რომ კანონი და წესრიგი უნდა აღდგეს"- ნათქვამია მიმართვაში.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია