იმერეთი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ქუთაისში არქიტექტორ მერაბ აბესაძის პერსონალური გამოფენა გაიხსნა

კულტურა
წყარო:  New Press / http://newpress.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 08 ნოემბერი 2018

ქუთაისში დავით კაკაბაძის სახელობის სახვითი ხელოვნების გალერეა არქიტექტორ მერაბ აბესაძის პერსონალურ გამოფენას მასპინძლობს.

მერაბ აბესაძის განცხადებით, მისი პროფესიის ადამიანი მის ნამუშევრებზე მეტს არ უნდა ლაპარაკობდეს, ამიტომ გამოფენის გახსნაზე მხოლოდ მისალმებით შემოიფარგლა.  ნამუშევრები კი ექსპოზიციაში უხვად არის წარმოდგენილი, არქიტექტურულ პროექტებთან ერთად  მხახველს შეუძლია როგორც ქანდაკების, ასევე გრაფიკული და ფერწერული ნამუშევრების ხილვა.

გამოფენის სტუმრებს შესაძლებლობა ქონდათ მისი საკუთარ საავტორო წიგნის გაცნობის, სადაც დეტალურადაა აღწერილი, ხელოვანის თვალით დანახული ქართული ანბანის უხილავი შრეები და კონსტრუქციული აგებულება.

გამოფენა დავით კაკაბაძის სახელობის სახვითი ხელოვნების გალერეაში 18 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება.

 

 

 

 
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია