სამცხე-ჯავახეთი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

მას შემდეგ რაც, შსს–მ ახალქლაქში, სოფელ ჩანდურაში დაშავებულზე განაცხადა, რომ მას დაზიანებები დაპირისპირების შედეგად არ მიუღია, გაერთიანებულ ოპოზიციაში მომხდარზე კომენტარს აღარ აკეთებენ და ამბობენ, რომ მოგვიანებით თავიანთ პოზიციას განცხადებით გაავრცელებენ.

პოლიტიკა
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 08 ნოემბერი 2018
„პირადად ვესაუბრე დაშავებულ რემიკ პოღოსიანს, თუმცა ჯერ–ჯერობით ვერაფერს გეტყვით მის შესახებ. ცოტახანში განცხადებას გავავრცელებთ“, – გვითხრა ადვოკატმა ვახტანგ იაშვილმა, რომელიც გუშინ, შვიდ ოქტომბერს, ინციდენტიდან რამდენიმე საათში პოღოსიანთან ახალქალაქში ჩავიდა. ახალქალაქში, სოფელ ჩანდურაში რემიკ პოღოსიანის დაშავების შესახებ ამ დრომდე განსხვავებული ვერსიები ვრცელდება. ახალქალაქში „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები ამბობენ, რომ პოღოსიანი მათ მხარდაჭმერია და „ოცნება“ ამის გამო ფიზიკურად გაუსწორდა. დაპირსიპირების ფაქტს ადასტურებენ „ოცნებაშიც“, თუმცა აქ ამბობენ, რომ ახალგაზრდები შელაპარაკდნენ და პოლიტიკა არაფერ შუაშია. შინაგან სამინისტრომ კი გუშინ საღამოსვე, დაზარალებულის გამოკითხვის შემდეგ განაცხადა, რომ დაშავებულმა რაიმე დაპირისპირება კატეგორიულად უარყო. შინაგან საქმეთა სამინისტრო მომხდარს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით იძიებს, რაც ცემას გულისხმობს.[ლუბა გიორგაძე, ახალქლაქი]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია