შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"ივანიშვილი უკვე უკადრებელს და უპატიებელს კადრულობს"-ბერძენიშვილი

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 14 ივლისი 2019

 "მრავალპარტიულ არჩევნებში “ქართული ოცნება” პოლიტიკურად განადგურდება. თუ ისინი გაჯიქდებიან და არჩევნებამდე ქვეყანას არ მიიყვანენ, მაშინ ისინი მოისპობიან. სხვა არჩევანი არ აქვთ. ან შევარდნაძის “მოქალაქეთა კავშირივით” აორთქლდებიან ან “ასლან აბაშიძის “აღორძინებასავით”.
ბიძინა ივანიშვილის ხვედრი რომლისას დაემსგავსება, აბაშიძისას თუ შევარდნაძისას, ვნახოთ, უარესებიც არსებობს უახლეს ისტორიაში, ჩვენს სამეზობლოში. ივანიშვილი უკვე უკადრებელს და უპატიებელს კადრულობს.
საქართველოში სულ იყო შეთქმულების თეორია, რომ ყველა ხელისუფლება, რომელიც გვყავდა, კრემლის მიერ იყო დასმული: მაგალითად, ზვიად გამსახურდია, რომლის ოპონენტიც ვიყავი და არ მიყვარდა, მისი სხვა მოწინააღმდეგეები ამბობდნენ, რომ კრემლის აგენტი იყო, რისი მე არასდროს მჯეროდა. ერთი წუთითაც არ დამიშვია, რომ ის კრემლმა დაგვისვა. მე ვიცოდი, რომ ის ქართველმა ხალხმა მოიყვანა.
ასევე, იყო თეორია, რომ 1992 წელს შევარდნაძე რუსეთის მიერ იყო ჩამოყვანილი და კრემლმა დაგვისვა. ესეც ტყუილი იყო. ისევე, როგორც მიხეილ სააკაშვილის და ნაციონალური მოძრაობის შესახებ ხმები, მაგრამ სააკაშვილი კრემლს არ მოუყვანია სათავეში.
არც ივანიშვილი მოუყვანია კრემლს, მაგრამ ბევრი ხელისუფალი, როდესაც გაუჭირდებოდა, კრემლს მიმართავდა. შევარდნაძის პროდასავლური პოლიტიკა, როდესაც გაუჭირდებოდა, ჩრდილოდასავლური ხდებოდა. ახლაც ასე ემართება ივანიშვილს. როგორც ჩანს, მას უკვე საქართველო ნატოში არ ეგულება. როდესაც გამოეცალა საყრდენი, ანდიდემოკრატიული მმართველობა მომძლავრდა.
პუტინმა გაბედა და თქვა, რომ რუსეთი კი არ არის ოკუპანტი და გენოციდის მომწყობი, პირიქით საქართველოა. ამის შემდეგ ქალიან-კაციანა დაეწყო ხელისუფლება და მადლობა უხადა, რომ გვიწყალობე და სანქციები არ შემოიღეო. აქამდე მიიყვანა ივანიშვილმა მისი ხელისუფლება.
ამჟამად ის არის რუსეთის ხელისუფლების მძევალი, ის მთლიანად მოწყდა ქართველი საზოგადოების ნდობას. ეს საკმარისი იქნება იმისთვის, რომ არჩევნებზე ივანიშვილი თავის გახარიასთან ერთად წკიპურტით გავაგდოთ"-აცხადებს "რესპუბლიკელი" დავით ბერძენიშვილი "ახალი თაობისთვის" მიცემულ ინტერვიუში.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია