შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

სექტემბრიდან ქართულ სკოლებში დაბრუნდება იაკობ გოგებაშვილის დედაენა - ბახტაძე

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 15 ივლისი 2019

სექტემბრიდან ქართულ სკოლებში დაბრუნდება იაკობ გოგებაშვილის დედაენა - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა. პრემიერი ვარიანში, იაკობ გოგებაშვილის სახლმუზეუმში იმყოფება. 

"სექტემბრიდან ქართულ სკოლებში დაბრუნდება იაკობ გოგებაშვილის დედაენა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი და მინდა მადლობა მინდა გადავუხადო ყველას, ვინც შეძლო რომ ჩვენ დაგვებრუნებინა სკოლებში იაკობ გოგებაშვილის დედაენა. სექტემბრიდან ყველა პირველ კლასელი დედაენის წიგნს მიიღებს უფასოდ. და დარწმუნებული ვარ ჩვენი ბავშვები, ისევე როგორც მომავალი თაობები შემდეგი თაობების განმავლობაში, ისევე შეიყვარებენ ქართულ დედაენას, როგორც უყვარდათ ჩვენს წინა თაობას და როგორც გვიყვარს ჩვენ,"-განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია