შეკვეთილში, ბიძინა ივანიშვილის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, საპროტესტო აქცია დასრულდა. აქციის ორგანიზატორების განცხადებით, მოშიმშილე აქტივისტები 15 ივლისიდან შიმშილობას შეწყვეტენ.
„მინდია ადაძე და მარად შავაძე მე-20 დღეა შიმშილობენ. ბოლო ოთხი დღეა, სასწრაფო -სამედიცინო დახმარების ჯგუფს მათი გადაყვანა ფოთის ჰოსპიტალში უწევს. ახლა მათი მდგომარეობა კრიტიკულია, ამიტომ ხვალიდან ისინი შეწყვეტენ შიმშლობას“, - განუცხადა ჟურნალისტებს აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ანზორ გუბაევმა.
მისი თქმით, გაშლილ კარავში მუდმივად იქნებიან აქტივისტები და აქციები შს მინისტრის გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით პერმანენტულად გაგრძელდება.