შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ჩოხატაურში ნოდარ დუმბაძის დაბადების დღე აღინიშნა

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 15 ივლისი 2019

ჩოხატაურში ნოდარ დუმბაძის დაბადების დღე აღინიშნა. „თანამედროვე სახვითი ხელოვნების გალერეაში“, ლიტერატურულ-საგანმანათლებლო პროექტ „ცოცხალი წიგნები“-ს ფარგლებში, ახალგაზრდა პროზაიკოსებთან და პოეტებთან შეხვედრა გაიმართა.

გაიხსნა ცნობილი ქართველი მწერლისა და მხატვრის მანონ ბულისკერიას გამოფენა – „კედლების გემო-3“ და ნ. დუმბაძის გამომცემლობის წიგნების გამოფენა-გაყიდვა. მწერლებმა „ივლიტას ბიბლიოთეკას“ საჩუქრად წიგნები გადასცეს. ასევე, „ნოდარ ბაბუს ლექსების“ წიგნებით დაასაჩუქრეს მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკები, საჯარო სკოლები და საბავშვო ბაღები.

სოფელ ხიდისთავში მწერლის 91 წლის იუბილე საზეიმოდ აღნიშნეს. გაიმართა ადგილობრივი ანსამბლების კონცერტი.

ღონისძიებას დაესწრნენ სახელმწიფო რწმუნებული გურიის მხარეში ზურაბ ნასარაია, რწმუნებულის მოადგილეები ქეთევან მოისწრაფეშვილი, გია ებრალიძე, ჩოხატაურის მერი ირაკლი კუჭავა, ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები, მწერლის ოჯახის წევრები და მოწვეული სტუმრები.
ამის შესახებ ინფორმაციას გურიის მხარე ავრცელებს.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია