შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"უღირსი ხალხით ღირსეულ ქვეყანას ვერ ააშენებთ, ბატონო ბიძინა"

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 16 ივლისი 2019

"მშვიდობიანები არ იყვნენ აქციის მონაწილეებიო. ვერ გავიგე?! ყველაზე დიდი ადამიანი არის ღირსებით შეიარაღებული ადამიანი, რაც ამათ არ გააჩნიათ. იქ კადრებში ჩანს, შიშველი ხელებით ერთი კაცი რომ დგას და მთელი სპეცნაზი თავზე გადაუვლის, აი, ესაა ქართველი კაცის ღირსება, რომელიც იბრძვის უსამართლობის წინააღმდეგ. აქ ჩანს ის, რომ ეს კაცი იცავდა იქ იმას, ვინც უნდა დაეცვა და საერთოდ არ აინტერესებდა მაგ მომენტში არც ბიძინა და არც სააკაშვილი. აი, ეს არის ქართული სული, ამას რომ ებრძვიან დღეს ხელისუფლებაში. ჯერ ერთი ეს კაცი ოკუპანტის წინააღმდეგ გამოვიდა და ასეთები გვინარჩუნებენ დღემდე ღირსებას. 

ისტორია არ აინტერესებთ ამ ადამიანებს. ის ისტორია მაინც წაიკითხე, რაც სააკაშვილმა გააკეთა, ზღვარს რატომ შლით "ნაციონალურ მოძრაობასთან" შეცდომებს რატომ იმეორებთ?

" ოცნებამ" ისე მოშალა ზღვარი "ნაციონალურ მოძრაობასთან", რომ ეკონომიკურ მოდელშიც გადაასწრეს და კიდევ უფრო გააღატაკეს ხალხი

ახალგაზრდებს კი იმისთვის ებრძვიან, ღირსება რატომ გაგაჩნიათო.

უღირსი ხალხით ღირსეულ ქვეყანას ვერ ააშენებთ, ბატონო ბიძინა, თან მოღალატეებით ხარ გავსებული, როგორც გარე, ისე შიდა ვექტორში. ძარცვა მიდის ხელისუფლების მხრიდან. ხომ შეიძლება ოდესღაც ფულის მოპარვა მაინც დამთავრებულიყო ხელისუფლების მხრიდან ამ ქვეყანაში? რა სამარცხვინოა დღეს ივანიშვილის მთავრობასთან რომ გვიწევს ქურდობასა და კორუფციაზე საუბარი. ბიძინა ისეთ განცხადებებს აკეთებდა 2012 წელს ვერც ვიფიქრებდი, რომ ასე ფულის ტაცებაზე იქნებოდა გადასული მისი ხელისუფლება."-განაცხადა დავით ჭიჭინაძემ ტვ "კავკასიას" ეთერში, დავით აქუბარდიასთან სტუმრობისას.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია