შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

,,ევროპული საქართველოს" გორის ორგანიზაცია მისმა ლიდერმა დატოვა

ახალი ამბები
წყარო:  შიდა ქართლი / http://qartli.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 09 ნოემბერი 2018
,,ევროპული საქართველოს" წარმომადგენლებმა გორში პარტია დატოვეს. ამის შესახებ ცოტა ხნის საკრებულოს წინ ზვიად საბანაძემ გააკეთა. ის საკრებულოს წევრია ამ პარტიიდან და აცხადებს, რომ მასთან ერთად გუნდიდან უახლოესი თანამებრძოლები მიდიან. ზვიად საბანაძის განმარტებით, მას მიუღებლად მიაჩნია ,,ევროპული საქართველოს" ალიანსი ,,ნაციონალურ მოძრაობასთან". ,,მე ვიცოდი, რომ ევროპული საქართველო არანაირ კავშირშია ნაციონალურ მოძრაობასთან. როცა დავრწმუნდი კვლავ ამ ალიანსში, მე მაშინვე მივიღე გადაწყვეტილება წასვლის თაობაზე" - აცხადებს საბანაძე. საბანაძე კოალია ,,ქართული ოცნების" დაფუძნების პერიოდში (2012 წელს) ,,გაერთიანებული დემოკრატების" წევრი იყო. კოალიციის დაშლის შემდეგ, ის ახლადჩამოყალიბებული მოძრაობის ,,ევროპული საქართველოს" წევრი გახდა. ,,ევროპული საქართველო" თავის მხრივ ,,ნაციონალური მოძრაობისგან" გამოყოფილმა წევრებმა დააფუძნეს. 2018 წლის 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებზე ზვიად საბანაძე და მისი თანამებრძოლები ხმას არ დაუჭერენ გრიგოლ ვაშაძეს. იგი ამტკიცებს, რომ მან მხოლოდ ,,ნაცმოძრაობის" გამო დატოვა ,,ევროპული საქართველო". შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი დაუკავშირდა ,,ევროპული საქართველოს" გორის ორგანიზაციის ახალგზრდული ჯგუფის წევრს ლევან ბაგრის, რომელმაც განაცხადა, რომ კომენტარს მოგვიანებით გააკეთებენ. ბოლო არჩევნებზე ,,ევროპულ საქართველოს" კანდიდატს, დავით ბაქრაძეს გორის მუნიციპალიტეტის მასშტაბით ხმა 5 882 მოქალაქემ მისცა. გორის 32-ე საოლქო კომისიაში 105-ვე უბნის შედეგები ცნობილია. საბოლოო მონაცემები ასეთია: გრიგოლ ვაშაძე - 42,5 %, (20 994 ხმა); სალომე ზურაბიშვილი - 34,61% (17 099 ხმა); დავით ბაქრაძე - 11,78% (5 882 ხმა) სულ ამომრჩეველთა რაოდენობა 111 623-ია, ხოლო არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 50 880 მოქალაქემ. არ მივიდა 60 743 მოქალაქე.
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია