შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

თბილისში მშენებლობაზე დაღუპული მუშა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტიდანაა

საზოგადოება
წყარო:  სპექტრი / http://www.speqtri.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 18 ივლისი 2019
თბილისში, დოლაბაურის ქუჩაზე, უბედური შემთხვევის შედეგად გარდაცვლილი მუშა, 16 წლის გიორგი ბეშკენაძე, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ გვიმრიანიდანაა.
არასრულწლოვანი მუშა მრავალსართულიანი შენობის მშენებლობაზე სიმაღლიდან გადმოვარდა. ჯანდაცვის სამინისტროს შრომის უსაფრთხოების დეპარტამენტის ინფორმაციით, ობიექტზე უსაფრთხოების ნორმები დარღვეული იყო. გარდა ამისა, შრომის უსაფრთხოების შესახებ კანონის თანახმად, დამსაქმებელმა მომატებული საფრთხის შემცველ, მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოზე არასრულწლოვანი არ უნდა დაასაქმოს.

მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც სამთო-სამშენებლო, ან სხვა სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების ნორმების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.


დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია