შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

გვარამია გამორიცხავს, რომ გადაწყვეტილებაზე გავლენა იქონია რუსეთმა და ივანიშვილმა

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 18 ივლისი 2019

ნიკა გვარამია გამორიცხავს, რომ "რუსთავი 2"-ის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე შესაძლოა გავლენა იქონია რუსეთმა და ივანიშვილმა - ეს განცხადება "რუსთავი 2"-ის გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ საგანგებო ბრიფინგზე ერთ-ერთი ჟურნალისტის კითხვის პასუხად გააკეთა, რომელმაც იკითხა, "შესაძლოა თუ არა გადაწყვეტილების მიღების დროს, ადგილი ჰქონოდა მოსყიდვას, ფულს, რუსეთის გავლენებს და ივანიშვილის ფაქტორს."

ნიკა გვარამიას განცხადებით ის დავაშიც კი არ შევა არავისთან ამ საკითხზე, რადგან მსგავსი რამ არის გამორიცხული.

„აბსოლუტურად გამოვრიცხავ, ჩემთვის წარმოუდგენელია, დასავლური ცივილიზაციის მიერ განზრახ და ამ საშინელი გზების გამოყენებით მითუმეტეს, ამ ქვეყანაში დასავლური ფასეულობების მთავარი ბასტიონის დახურვა. მე მიმაჩნია, რომ ეს გადაწყვეტილება არის წარმოუდგენელი გაუგებრობა, მითუმეტეს წინა გადაწყვეტილების ფონზე, მაგრამ ეს, რაც თქვენ მითხარით, მე მთელი ჩემი ცხოვრება ვემსახურები დასავლურ ფასეულობებს, ორი წელია ვიძახი რომ "რუსთავი 2" სტრასბურგის სასამართლომ გადაარჩინა და ეს მართლა ასეა. ვერავის ამ საკითხის განსჯაშიც კი ვერ შევყვები, გამორიცხული ამბავია,“-განაცხდაა ნიკა გვარამიამ.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია