"რუსთავი2"-ის საქმეზე სტრასბურგში გამოტანილ გადაწყვეტილებას მსოფლიოს წამყვანი მედიასაშუალებები ეხმიანებიან.
როგორც reuters-ი წერს, სტრასბურგის სასამართლომ არ დააკმაყოფილა პრო-ოპოზიციური ტელეკომპანიის სარჩელი, რომელიც საქართველოს მართლმსაჯულების სისტემას მიკერძოებულობაში ადანაშაულებდა, კომპანიის თქმით, ეს მართული იყო ხელისუფლების მიერ და მიზანი კრიტიკული არხის გაჩუმება იყო.
როგორც გამოცემა წერს, თავის მხრივ ხელისუფლების ჩინოვნიკები მიკერძოებულებაში ტელეარხს ადანაშაულებენ, ხელისუფლების ოპონენტები კი შიშობენ რომ ქიბარ ხალვაში , რომელიც მმართველი პარტიის „ქართული ოცნებასთან“ დაახლოებული პირია, გაჩუმებას აიძულებს ერთადერთ ძლიერ მედია-ხმას, რომელიც ხელისუფლებას აკრიტიკებს.