სამცხე-ჯავახეთი
NGO-ები ‘რუსთავი 2’-ის საქმეზე განცხადებას ავრცელებენ
საზოგადოება
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
19 ივლისი 2019
15-მა არასამთავრობო ორგანიზაციამ, „რუსთავის 2“-ის საქმეზე განცხადება 18 ივლისს გაავრცელა. „ვეხმიანებით ტელეკომპანია „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების შემდგომ წარმოქმნილ ახალ მოცემულობას, რომელიც ქართული მყიფე დემოკრატიისათვის დიდი გამოწვევაა და პლურალისტულ მედიაგარემოს სერიოზულ საფრთხეს უქმნის.გამოხატვისა და მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების უმნიშვნელოვანესი წინაპირობაა. საქართველოს პოლიტიზირებულ მედიაგარემოში ტელეკომპანია „რუსთავი 2“ დღემდე დიდ როლს ასრულებს ხელისუფლების საქმიანობის მონიტორინგისა და საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულების კუთხით.არსებული რეალობის გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია, რომ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ახალი მფლობელისა და მენეჯმენტის მიერ უზრუნველყოფილი იყოს ჟურნალისტების სარედაქციო დამოუკიდებლობა და მათთვის საკუთარი სინდისის შესაბამისად სარედაქციო გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა. ასევე, გარანტირებული უნდა იყოს მაუწყებლის თანამშრომლების შრომითი უფლებების დაცვა შესაბამისი ეფექტური მექანიზმების შემოღებით.ეჭვგარეშეა, რომ „რუსთავი 2“-ის მფლობელების ცვლილება ხელისუფლების ინტერესში შედიოდა, რის შესახებაც მათ ღიად არაერთხელ განუცხადებიათ. მნიშვნელოვანია, რომ არ მოხდეს ქართულ მედიასივრცეში არსებული მანკიერი პრაქტიკის გაგრძელება, როდესაც მფლობელის/მენეჯმენტის ცვლილება პირდაპირ აისახება მაუწყებლის ხელისუფლებისადმი კრიტიკულ სარედაქციო პოლიტიკაზე.ხელმომწერი ორგანიზაციები ვაგრძელებთ მედიის სფეროში და განსაკუთრებით, „რუსთავი 2“-ის ირგვლივ მიმდინარე პროცესების მონიტორინგს. ამავდროულად, გამოვხატავთ მზადყოფნას ტელეკომპანიის თანამშრომლებს აღმოვუჩინოთ შესაბამისი დახმარება“, - ნათქვამია განცხადებაში.დოკუმენტის ხელმომწერები არიან:საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოსამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებასაქართველოს დემოკრატიული ინიციატივამედიის განვითარების ფონდისაზოგადოება და ბანკებისაქართველოს ატლანტიკური საბჭომწვანე ალტერნატივაეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრიინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტისაქართველოს გაეროს ასოციაციაღია საზოგადოების ფონდიადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტოინგის ცენტრისაქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაჟურნალისტური ეთიკის ქარტიასტრატეგიული კვლევების რეგიონული ცენტრი[sknews.ge]