შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

‘რუსთავი 2’ საჯარო რეესტრმა ქიბარ ხალვაშს გადაუფორმა

სამართალი
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 18 ივლისი 2019
ვრცელდება ამონაწერები მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრიდან.ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ „რუსთავი 2“-ის საქმეზე დღეს, 18 ივლისს გადაწყვეტილება გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არცერთი მუხლის დარღვევა არ დაადგინა. ამ გადაწყვეტილებით, „რუსთავი 2“ ქიბარ ხალვაშს ეკუთვნის.გადაწყვეტილების მიხედვით, საქართველოს სამი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები კანონიერია და რუსთავი 2 ქიბარ ხალვაშს ეკუთვნის.ამით, ქიბარ ხალვაშს შესაძლებლობა მიეცა, რუსთავი 2-ის წილები დღესვე გადაეფორმებინა, რადგან აღსრულების დროებითი შეჩერების მექანიზმის გაუქმება გასაჩივრებას არ ექვემდებარება.ბიზნესმენმა ქიბარ ხალვაშმა, რომელიც რუსთავი 2-ის საკონტროლო პაკეტს 2004-2006 წლებში ფლობდა, დავა ტელეკომპანიის დასაბრუნებლად 2015 წლის აგვისტოში წამოიწყო და ეს საქმე საქალაქო, სააპელაციო და უზენაეს სასამართლოებში 20 თვეში მოიგო. ბიზნესმენი ქიბარ ხალვაში აცხადებს, რომ რუსთავი 2-ს ნიკა გვარამიას ნაცვლად მისი ადვოკატი პაატა სალია უხელმძღვანელებს. ამის შესახებ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით ქიბარ ხალვაშის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.ტელეკომპანია რუსთავი 2-ის მოქმედი დირექტორი ნიკა გავრამია ამბობს, რომ სტრასბურგის სასამართლოს ზედა პალატაში გაასაჩივრებს იმ გადაწყვეტილებას, რომლის აპელაციის უფლებაც თავად სასამართლომ დატოვა. [sknews.ge]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია